Alcoge

Rated 4.8/5 based on 44000+ reviews

პარტნიორები

GOODWILL

“გუდვილი” – პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

Europroduct

“ევროპროდუქტი” ქართულ ბაზარზე  2004 წლიდან ჩნდება, როგორც სადისტრიბუციო კომპანია და იწყებს ადგილობრივი ქსელებისა და მარკეტების მომარაგებას პირველი ევროპული ბრენდით “ვალიო”. 

პირველი სუპერმარკეტი თბილისში 2014 წელს გაიხსნა,  „ევროპროდუქტის“ დასახელებით და დღეს უკვე 40 ფილიალითაა წარმოდგენილი, თბილისსა და რეგიონებში.

FRESCO

სუპერმარკეტების ქსელის გახსნის იდეა, 2010 წელს გაჩნდა – მთავარი ამოცანა იყო თბილისის გარე უბნების მაცხოვრებლებისათვისაც შექმნილიყო ისეთივე, კომფორტული და მაღალი სტანდარტების მქონე სავაჭრო ობიექტი, როგორიც შეიძლებოდა სხვა ნებისმიერ ცენტრალურ უბანში ყოფილიყო. 

ფრესკომ ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო ქსელის აქტიური განვითარება და სუპერმარკეტების რაოდენობის სწრაფი ზრდის მეშვეობით იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად-მზარდი ქსელი გახდა. ფრესკოს პირველი სუპერმარკეტი ვარკეთილში, კალოუბნის 9-ში გაიხსნა. ამავე წელს გაიხსნა ფრესკოს მეორე სუპერმარკეტი მუხიანში. დღეს  კი თბილისის მასშტაბით ფრესკო  10 სუპერმარკეტს ფლობს, თბილისის სხვადასხვა უბანში. 

2016 წლიდან შემდგომ ეტაპზე ქსელის განვითარების თვალსაზრისით, კონცენტრაცია არა სუპერმარკეტების რაოდენობის ინტენსიურ ზრდაზე, არამედ არსებული ქსელის სტრუქტურულ-ორგანიზაციულ განვითარებასა და მომგებიანობის ზრდაზე მოახდინა.

ფრესკო ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც ოპერირებს 100% საკუთრებაში არსებულ მიწისა და შენობების ბაზაზე, რაც განაპირობებს მის დამოუკიდებლობას და ფინანსურ სიძლიერეს

SPAR

1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. SPAR 1990-ან წლებში ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას. ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 48 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 12,700 მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 13.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება. გამოცდილებისა და SPAR-ში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად უპასუხოს ახალ გამოწვევებს, მისი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

 
Spar საქართველოს ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა და დღეს  ერთ-ერთ ლიდერ სტაბილურ სავაჭრო ქსელს წარმოადგენს. იგი პოზიციონირდება, როგორც ევროპული, მაღალი ხარისხის პროდუქტისა და მომსახურების მქონე ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებასა და მომხმარებელთა საბაზისო, თუ ლოკალური მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე.

იოლი

საცალო სავაჭრო ქსელი „ფუდმარტი“ დაარსდა 2013 წელს. დღეისთვის ბაზარზე ქსელი წარმოდგენილია ორი ბრენდით – „ფუდმარტი“ და „იოლი გასტრონომია“. სავაჭრო ობიექტების რაოდენობა ჯამში 51 ერთეულია და ორივე ბრენდი უკვე საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ოპერირებს – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ᲕᲔᲘ ᲛᲐᲠᲢᲘ

სოკარის მარკეტების ქსელი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურზე. ჩვენთან დაგხვდება:

  • ექსკლუზიური პროდუქცია;
  • იტალიური ყავა;
  • სწრაფი კვება: ჰოთ-დოგი და სხვადასხვა კატეგორიის ცომეული;
  • მუდმივი ფასდაკლებები და შეთვაზებები.

შპს ზღაპარი

დაფუძნდა 2006 წელს. თბილისელ მომხმარებელს საშუალება ჰქონდა პირველად ესარგებლა სუპერმარკეტის მომსახურებით ჭიჭინაძის 17 ნომერში. მას შემდეგ ქსელი აქტიურად ფართოვდება.

შპს „ზღაპარი“ ორიენტირებულია უკონკურენტოდ დაბალ ფასებზე, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებაზე.

ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა სახის სიახლეები.

საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა უმაღლესი ხარისხის მომსახურება და კმაყოფილი მომხმარებელი – სწორედ ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპი.

მეინ მარტი

კომპანია “მეინმარტი” ჯგუფი წარმოდგენილია მარკეტების ქსელით, თბილისის მაშტაბით.

ამ დროისათვის კომპანია ფლობს 15 სავაჭრო ობიექტს,ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე თანამშრომელს აღემატება.

კომპანია “MAINMART”-ის მიზანია:

  • გაფართოება და განვითარება;
  • მეტი სამუშაო ადგილის შექმნა;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტები;
  • მომხმარებლისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;

Gulf Oil

“Your Local Global Brand” – მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება მთელ მსოფლიოში, ამგვარად პოზიციონირებს “გალფი” გლობალურ ბაზარზე.

Carrefour

კარფური არისფრანგული მრავალეროვნული საცალო და საბითუმო კორპორაცია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს მასიში, საფრანგეთი.დაარსებული 1959 წელს, ის მართავს 14 000-ზე მეტ მაღაზიას ევროპის, ლათინური ამერიკისა და აზიის 40 ქვეყანაში და არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საცალო ვაჭრობის კომპანია. იგი ცნობილია მაღაზიების სხვადასხვა ფორმატით, მათ შორის ჰიპერმარკეტებით, სუპერმარკეტებით, სასურსათო მაღაზიებით და ნაღდი ფულის გადახდის პუნქტებით

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare